Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

შენ მზე ხარ

შენ მზე ხარ ამქვეყნიური.
გამონათება ღვთიური.
შენ სამოთხე ხარ ვნებული,
ვისთვისაც მიცემს მე გული.
მე გაზაფხული გიწოდე,
მზად ვარ, რომ ცეცხლში ვიწვოდე.
მომედოს შენი სახმილი,
ჭრილობა მქონდეს გახსნილი.
შენ ტკივილი ხარ უძირო,
და ღამის ბინდი უძილო.
შენ ფანტაზიის ნაყოფი,
ჩემი გულის არსაყოფი.
შემოღამება ტალღებზე.
შენ საპოვნელა ალპებზე.
თვით ქალღმერთი ხარ სევდების,
და ამ სევდებში ვბერდები.
შენ ციდან ნამის ფრქვევა ხარ.
უთქმელი ბედისწერა ხარ.
შენ ოცნება ხარ მზიანი.
თვალები, ხან დარდიანი.
შენ დახუნძლული მტევანი.
ვერ გედრებიან ევანი.
შენ ქრისტესი ხარ მხევალი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

თავს მოვერევი ზეცის ნისლებში
სუნთქვა ჩერდება ჩვენსავე გულებში

არაფერს არ გთხოვთ ღამის სიზმრებში

ჩუმი დღეებით გამქრალი ბინდებში

გულიდან მოსულ სანთლის სიტყვებში

უფრო და უფრო დამშრალა მიწებში

ამოვიკითხავ სადღაც წიგნებში

დავიწყებ აბზაცით სიტყვებს თემებში

თავისუფალი ლექსებით დევნებში

ჩემ თავს მოვძებნი სხვა დემონებში

მე კი მხოლოდ სიცოცხლის ელფერში

დავუსვავ წერტილს სიცოცხლეს ნისლებში
#1, 08.02.2012 - 11:17
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.