Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მე სიყვარულის ვერა გავიგე

არ მინდა იყო მხოლოდ ფიქრებში,
ჩემი ცხოვრების ლამაზ სიზმრებში,
ჩემთვის ყოველი დღე ლამაზია
თუ კი ჩემს გვერდით შენი ლანდია...

როცა ვიღვიძებ ვხედავ შენს თვალებს,
ზღვისფერს... ჩაძირულს სევდის მორევში,
მე სიყვარულის ვერა გავიგე,
კოშმარებშიც კი ხარ ჩემს ბოდვებში...

ხან გამოჩნდები, თავს გამახსენებ,
ხან მაფიქრინებ,რომ არას ვნიშნავ,
უჩუმრად,ნელა მომეპარები
და ჩემს თვალებზე ცრემლსაც შენიშნავ...

გგონია გული ჩემი არ ფეთქავს?
გინდა თამაში ჩემით, გრძნობებით,
ის კი არ იცი ნაიარევი
რამდენ ხანს რჩება მოგონებებში...

ნეტავ ვიცოდე ახლა რას ფიქრობ,
ვის დაუდვია შენს გულში ბინა,
სულ ყველაფერსაც მე გავიღებდი,
ოღონდ ფიქრები შენი მაცილა...

ძალზე ძნელია ასე ცხოვრება,
ნუთუ ამ ქვეყნად ვარ მე სულ მარტო,
არ მინდა ჩემი გრძნობის გამხელა,
მაგრამ ვერ ვიტევ ტანჯვას ამხელას...

თუ გიფიქრია ოდესმე ჩვენზე,
გითქვამს ოდესმე,რომ ვიღაც გიყვარს,
ღამ-ღამობით თუ გიოცნებია
გვეფრინა ერთად სადაც ნისლია...

ყოველ ღამ,როცა ცას ბინდი ეკვრის,
ვარსკვლავნი ცაზე გამოჩნდებიან,
ვუცქერი ზეცას და მთელი ძალით,
სულში შემოდის ფარული სევდა...

გამახსენდება ჩვენი წარსული,
როცა შემეძლო მე შენით ტკბობა,
ჩაგხედავდი მაგ ზღვისფერ თვალებში
და ყველაფერი განზე რჩებოდა...

რისი ბრალია ეს ყველაფერი?!
ნეტავ რა მოხდა,რა შეიცვალა?!
ალბათ ბავშვობამ სულ მიმატოვა
და დავრჩი მარტო,სულ მარტო ობლად...

დამრჩა მე ჩემთვის ეს სიამაყე,
თავს ვერ ვაძლევდი მე იმის ნებას,
რომ სიტყვა მეთქვა,ხმა ამომეღო
და მისთვის გულის კარი გამეღო...

ახლა კი მორჩა,უკვე დაღამდა,
ჩემს ცხოვრებაში დილა აღარ ჩანს,
სიცივე, შიში, ფიქრები, ტანჯვა -
ჩემი სულისგან მხოლოდ ეს დარჩა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.