Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ზღაპარიყო, ზღაპარიყო.

ზღაპარიყო, ზღაპარიყო.
სად იყო და სად არ იყო.
გოგოს, ბიჭი ჰყვარებია.
ბიჭიც გრძნობით დამთვრალიყო.

ვინ მთვარე და ვინ მზე იყო.
ვინ ღამე და ვინ დღე იყო.

ორივენი ოცნებობდნენ.
ბედის დღე რომ დამდგარიყო.

ზღაპარიყო, ზღაპარიყო.
გვირილების ბახჩა იყო.
ბიჭი გოგოს გვირგვინს უქსოვს.
სურდა ნეფე გამხდარიყო.

ზღაპარიყო, ზღაპარიყო.
პოეზიაც მათთან იყო.
სიყვარულზე ლექსებს წერდნენ.
ეს ქვეყანა მათი იყო.

სად იყო და სად არ იყო.
თურმე ბედი გამწყრალიყო.
მზე ნათლად ვერ ანათებდა.
მთვარის შუქიც არსად იყო.

ზღაპარიყო, ზღაპარიყო.
მათი ბედი ეგრე იყო.
მთვარე ღრუბლებს შეუთანთქავთ.
მზე კი ზღვაში დამხრჩვალიყო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.