Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მე მახსოვს წამი იმ გაოცების

დამთავრდა, თურმე ვერასდროს გნახავ,
თუნდ სიყვარულზე მღეროდეს ყველა;
მე მომისროლა ახალმა ტალღამ,
მე ისევ ძველი დროების ტყვე ვარ...
ჰოდა, დამთავრდა, არცა ღირს ახლა,
ალბათ, გადაბრალ–გადმობრალება...
ამ სიყვარულმა არ გაგვიმართლა,
ასეთი იყო ზეცის ბრძანება...
კი, მენანება, მართლაც, უსაზღვროდ,
თითქოს ვუხდიდე ჩემ თავს პანაშვიდს,
მაგრამ, გაუშვი, სხვას გაუმართლოს,
სხვამ ჩადოს თავი მაგ შენს კალთაში...
კი, ვიცი, ვიცი, სხვასთან სხვა არის,
სხვა ტუჩები და სხვა სიტკბოება...
დავიმახსოვროთ, როგორც ზღაპარი,
ამ სიყვარულის ჩამოქროლება...
დავიმახსოვროთ, ჩვენი თვალები,
როგორ განათდა, როგორ გაბრწყინდა,
როცა, ერთბაშად, ვით ვარსკვლავები
ყველა ამური შემოგვაფრინდა...
როცა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს,
მე მახსოვს წამი იმ გაოცების...
ჩვენს სადღეგრძელოს ცაში შესვამენ,
შეყვარებული ანგელოზები...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.