Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ბროწეული ორსულებსა და ჩვილებს დაეხმარებათ

ბროწეულს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გემოთი და არომატით გამოირჩევა, არაერთი სამკურნალო თვისებაც აქვს. მისგან დამზადებულ პრეპარატებს გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, სიცხის დამწევი, ნაღვლმდენი თვისებები, აუმჯობესებენ სისხლის წარმოქმნის

პროცესებს. ბროწეული შეიცავს ჩ, B1, B6, PP ვიტამინებს. მისი ხის ქერქის წვენი წმენდს სისხლს. ქერქის ნახარშს იყენებენ ღვიძლის, თირკმელების, მხედველობისა და სმენის ორგანოების ანთებითი დაავადებებისას. ბროწეულის ნედლი ნაყოფი ეფექტურია ხველების, გაცივებისა და მალარიის დროს. ბროწეული ორგანიზმიდან გამოდევნის შარდმჟავას, წმენდს სისხლს წიდებისგან, იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან. ის ორსულობის დროს ხსნის ტოქსიკოზს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთის ქვეყნებში თვლიან, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენს დაუმატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება. ცნობილია, რომ ბროწეულის ნაყოფი კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წვენის წყალში გაზავება.


სამედიცინო დანიშნულებით, ნაყოფის გარდა, გამოიყენება მისი ღერო და ფესვებიც. ბროწეულის ყუნწებს ჭრილობების შესახორცებლად იყენებენ. ავთვისებიანი წყლულის დროს ეფექტურია მალამო, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ბროწეულის მარცვლები უნდა დააყენოთ და შეურიოთ თაფლს თანაფარდობით 1:4. ყურში სიმსივნის დროს გამოიყენება ღვინოზე დაყენებული ბროწეული. ჭურჭელში მოათავსეთ ერთი მწიფე ბროწეული, დაასხით ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ადუღეთ 30 წუთი. დააყენეთ და დაიდეთ ყურზე კომპრესის სახით.

ქერქის ფხვნილი გამოიყენება კანის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევისას და ნაბზარებისას. ნაყოფის კანის ნახარშს დიზენტერიის სამკურნალოდაც იყენებენ.

ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებასა და საღებავების დამზადებაში.

სალომე ლილუაშვილი



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.