created: Wednesday, 08. February 2012 Time 16:39.
changed: Wednesday, 08. February 2012 Time 17:28.
ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,
ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
როგორც ნარწყევი გველის,
წაწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.
ტარიელ ხარხელაური
Tags:
|
positive votes: 1 | negative votes: 0
|
average rating: 2 | viewings: 2
|
Write comment: