Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NiIiNikOo blog

ტყუპების შესახებ

21 მაისი - 21 ივნისი

ასტროლოგიური სტიქია: ჰაერი

მმართველი პლანეტა: მერკური

დევიზი: „მე ვფიქრობ!“

სიმბოლო: ტყუპები, ხელი, ნიღაბი

თილისმა: ნიღაბი

ქვები: მთის ბროლი, ძოწი, ბერილი, იაშმა, აგატი, ქრიზოპრაზი, ტოპაზი

ლითონი: ოქრო და ვერცხლი

ბედნიერი კვირის დღე: ოთხშაბათი და კვირა

უიღბლო დღე: ხუთშაბათი

ბედნიერი რიცხვები: 3, 5, 12, 18

ბედნიერი ფერები: ნაცრისფერი, ცისფერი, ღია ყვითელი, ფორთოხლისფერი, ოქროსა და ვერცხლის ფერები (მწვანე არ არის სასურველი)

ქვეყნები და ქალაქები: ჩრდ. ამერიკა, ჩრდ. აფრიკა, ბელგია, ქვედა ეგვიპტე, კანადა, ლონდონი, მელბურნი, სან-ფრანცისკო, უელსი.



ჯანმრთელობა

ალერგია, ხშირი გაციება, ფილტვების ანთება, პლევრიტი, არტრიტი, ასთმა, რევმატიზმი, უძილობა, ნევროზები, გონების და მეტყველების მოშლილობები.

ტყუპები ავადდებიან ძირითადად ნერვული გადაღლის შედეგად. უფრო მოწყენილობისა და სიმარტოვის განცდის გამო. მათთვის უმთავრესი წამალია- სიტუაციის შეცვლა, საინტერესო ურთიერთობები და მოგზაურობები.



პროფესიები

ტელე-რადიო ჟურნალისტიკა, სარეკლამო სფერო, სარეკლამო აგენტი, მწერალი, მთარგმნელი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ლექტორი, სავაჭრო სფერო, დილერი, დისტრიბუტორი, შუამავალი, ადვოკატი, ბანკირი, დიპლომატი.



დადებითი თვისებები

მსუბუქი ხასიათი, კარგი მეხსიერება, ნათელი და ცნობისმოყვარე გონება, ათვისების უნარი, კონტაქტურობა, ორატორული თვისებები.


უარყოფითი თვისებები

გაორება, არაორგანიზებულობა, ზედაპირულობა, მიზანდაუსახაობა, ენერგიის ფლანგვა (ფაციფუცი), მოუთმენლობა, სარკასტულობა, ფანტაზიორობა, დაწყებული საქმის მიტოვება, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულება, ტყუილების სიყვარული (ფუჭ-სიტყვაობა).



ტყუპები მოძრავი, ზედაპირული ნიშანია. სწრაფად აზროვნებს და მოქმედებს. კარგი ორატორია. უყვარს ცოდნის დაგროვება. აქვს სწავლის, მწერლობის ნიჭი. საუკეთესო ექსპერიმენტატორი და კრიტიკოსია.

ტყუპებს არ უყვართ ერთ რამეზე და ერთ ვინმეზე მიჯაჭვა. არიან ხასიათის ადამიანები. ზოგჯერ ახასიათებთ დეპრესიულობა (ენერგიის გადახარჯვისას). არ უყვართ პირობითობა და მათ წინააღმდეგ ილაშქრებენ. იცავენ თავიანთ ინდივიდუალობას. უჭირთ მეორეხარისხოვნის პირველხარისხოვნისგან გარჩევა.

ტყუპებისთვის სასურველია მრავალმხრივი ინტერესების ქონა. ცხოვრებაში მათი მიზანი ¬_ ინფორმაციის, ცოდნის გადატანაა.

ეს გაორებული ნიშანია, რაც არამარტო სხვებს, საკუთარ თავსაც უქმნის პრობლემებს.

ამ ნიშანში ყოველთვის ერთდროულად 2 ადამიანი ცხოვრობს და ხასიათიც ელვის სისწრაფით ეცვლება. ასეთივე სისწრაფით იცვლის ის ტანსაცმელს, სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს, გადაწყვეტილებებს და ხშირად სანაცნობო წრესაც.

ტყუპები, წიგნს, როგორც წესი, ბოლოდან კითხულობენ, ვინაიდან არ ჰყოფნით ნებისყოფა. გამუდმებით ცდილობენ გადაახტნენ ფურცლებს, რათა რაც შეიძლება მალე დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა და სხვა საქმით დაკავდნენ.

ტყუპებს კარგად გამოსდით ურთიერთობები, დისკუსიები. იმდენად გახსნილი გონება აქვთ, რომ ნახევარი სიტყვიდან, აბზაციდან გებულობენ ყველაფერს. მათ არ სჭირდებათ ორჯერ გამეორება. აოცებენ ადამიანებს თავიანთი სხარტი გონებითა და ინფორმირებულობით. ერთია სამწუხარო, რომ მალევე ავიწყდებათ მიღებული ცოდნა, ვინაიდან მის მიმართ მხოლოდ ზედაპირულ ინტერესს იჩენენ. სიღრმისეული ცონდა – მათთვის არ არის.

მათ არ იციან მოსმენა, რაც ზედაპირულობასთან ერთად კიდევ ერთი მათი მინუსია. გამუდმებით ნერვიული ენერგიით არიან გარემოცულნი, იმყოფებიან გამუდმებულ მოძრაობასა და ფაციფუცში.

მათი გადარწმუნება შეუძლებელია.

შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან თავის ადვილად დაღწევა.



ტყუპები ზედაპირულ კავშირებს ამყარებენ, რომლებსაც ადვილად წყვეტენ. ხშირად არიან ცინიკოსები, სხვებში ბევრ უარყოფითს პოულობენ, რასაც არ პატიობენ.

მათთვის დამახასიათებელია მოულოდნელი საქციელი, გაორება, რითიც იწვევენ სასიყვარულო პარტნიორის გაოგნებას.

უყვართ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და ეს, ადვილად გამოსდით.

არ უყვართ კონსერვატიული ადამიანები.

ვერ იტანენ რუტინულ, ერთფეროვან სამუშაოს. გამუდმებით ცვლილებებს ეძებენ.

აგვიანებენ ყველგან. ძალიან შორს არიან პუნქტუალობისგან და დიდად არც განიცდიან ამას.

ხშირად ეცვლებათ შეხედულებები და პრიორიტეტები, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ, უპრინციპობამდე მიიყვანოს ისინი.

ტყუპების ყველაზე დიდი მფლანგველები არიან, ეს მათი სუსტი წერტილია. გიჟდებიან ფულის განიავებაზე. საბედნიეროდ, ბედი ხშირად სწყალობთ მათ და ყოველთვის აქვთ საარსებო წყარო.

ტყუპების მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამუდმებით დახვეწას, იდეალთან მიახლოებას ცდილობს. ჩვეულებრივი რაღაცეები, ისეთები, როგორებიცაა ფული, სიმდიდრე, სიყვარული, მას არ აკმაყოფილებს. მას რაღაც უხილავი რამ, ის, რაც თვითონაც არ იცის, _ ხიბლავს.

ტყუპებითვის აუცილებელია დღეში მინიმუმ 2-ჯერ ძილი, რათა მის გამუდმებით მომუშავე ტვინს დასვენების საშუალება მიეცეს. ასევე, მისთვის აუცილებელია მზე, სუფთა ჰაერი, ფილტვების ვენტილაცია, დამამშვიდებელი იოგა ვარჯიშები.

ტყუპები გონებაგახსნილი, დიპლომატიური, მრავალმხრივი ადამიანია. სრული ბედნიერებისთვის მას მოთმინება და მდგრადობა აკლია.

თუ ტყუპები საკუთარ უარყოფით თვისებებთან გამკლავებას შეძლებენ, წარმატების მიღწევა ბევრად მარტივი იქნება მათთვის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

CAMEL1985 (33)
TKUILIS GARDA KVELAPERI DAEMTXVA :D:D:D:D:D
#3, 25.02.2012 - 22:50
rukhicha (29)
yvelaperi zustia :D:D daje exa mas ro vkitxulobdi ver gavkache da bolos waikitxe :D egec daemtxva :D:D
#2, 09.02.2012 - 14:14
:D
09.02.2012 - 14:39
TATTU (30)
zogi ram emtxveva
#1, 08.02.2012 - 23:03
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.