Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

შუბლზე გაჩენილი ხაზი თუ ნაოჭი რაღაცით წააგავს ცხოვრების ლიანდაგს.



არ ვმალავ სიყვარულს, დარდსა და პრობლემებს,
ყველა დანარჩენი თავს თვითონ გაიტანს.
მეძებარ ძაღლივით სულ უკან მომდევენ
წლები, ამ შეკითხვით - ეგ ძალა საიდან?..
ზოგჯერ მე ვუკრავდი ჭიქაში ქარიშხლის
დასაწყისს და ბოლო აკორდსაც ფუგების.
სმენა დაიხვეწა და უკვე მანიშნებს
ურემი ნამდვილად სად გადაბრუნდება...
შუბლზე გაჩენილი ხაზი თუ ნაოჭი
რაღაცით წააგავს ცხოვრების ლიანდაგს.
და დრომ რა კადრებიც ფირიდან ამოჭრა,
ეს იყო მთავარი, ის ფირი კი არა...


Tags:

 
Interesting
positive votes: 13  |  negative votes: 0

Write comment:

სმენა დაიხვეწა და უკვე მანიშნებს
ურემი ნამდვილად სად გადაბრუნდება...
#3, 10.02.2012 - 10:21
manana-55 (60)
kargia
#2, 09.02.2012 - 12:09
rruru (54)
არ ვმალავ სიყვარულს, დარდსა და პრობლემებს,
ყველა დანარჩენი თავს თვითონ გაიტანს...
#1, 08.02.2012 - 22:30
მეძებარ ძაღლივით სულ უკან მომდევენ
წლები, ამ შეკითხვით - ეგ ძალა საიდან?..
08.02.2012 - 22:31
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.