Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

პატარა ბიჭს სიყვარული შეეძლო დიდი

ამ პატარა ბიჭს სიყვარული შეეძლო დიდი,
შეეძლო თავის წმინდა გრძნობა მზისებრ აენთო.
პატარა გოგოს მზერა ჰქონდა მორცხვი და მშვიდი,
და ეს გულები ვერა სძლებდნენ უერთმანეთოდ.
წლები ქრებოდნენ გაზაფხულის ყვავილთა მსგავსად,
დრო იცვლებოდა,მიდიოდა დაუბრუნებლად,
იმ გოგოსათვის ბიჭის სახე ტკბილ სიზმარს ჰგავდა
და მათ თვალებში ბერდებოდა თავად ბუნება.
...და აღარც ცრემლი,აღარც თრთოლვის მომგვრელი ელვა,
მოვიდნენ წლები საქმიანი,წყნარი და მშვიდი.
ხოლო გოგო კი იგონებდა ცრემლებთან ერთად,
რომ პატარა ბიჭს სიყვარული შეეძლო დიდი

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.