Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ვის გაუთვლია ბედნიერება

ასე მგონია მეძახდი თითქოს,
მთელი სხეულით, სულით, თვალებით.
უბრალოდ, ასე მინდა ვიფიქრო,
შენ კი, კვლავ ახლოს არ მეკარები...
ვინ იცის, ეგებ, ასეც კი სჯობდეს,
ვის გაუთვლია ბედნიერება,
და თუკი შენზე დღემდე მაბოდებს,
იქნებ არც ღირდეს ჩვენი შეხვედრა...
რომ დარჩეს გრძნობა ასე უცვლელი,
შთამომავლობით ის არ გადადის,
დარჩეს ნათელი და შეურყვნელი,
აწ და მარადის, აწ და მარადის...
თუმც ერთი ვიცი, როცა დრო გავა,
თანდათან უფრო მეტად ვინანებთ,
რომ ჩავუკეტეთ ჩვენ გზა მომავალს,
და სურვილებიც გავანიავეთ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

lealea (42)
და თუკი შენზე დღემდე მაბოდებს,
იქნებ არც ღირდეს ჩვენი შეხვედრა..
#2, 16.02.2012 - 22:33
lealea (42)
და თუკი შენზე დღემდე მაბოდებს,
იქნებ არც ღირდეს ჩვენი შეხვედრა..
#1, 16.02.2012 - 22:27
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.