Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ნიკო გომელაური


"ქალი ვნახე კაფე "ნალში"
რაღაც ვნების ქარმა გამკრა,
ჩამივარდა გულში,თვალში
ის კი უცებ სადღაც გაქრა...
იმის შემდეგ დრო გავიდა,
დამავიწყდა ქალი თითქოს,
მაგრამ ვგრძნობდი,რომ არ მინდა
ვგრძნობდი სული ვნებას ითხოვს.
ვიხსენებდი მის ორ მნათობს,
ცისფერ სხივებს,რომ სტყორცნიდა
და ვხვდებოდი როგორ მათრობს
ის კი ალბათ სხვა კოცნიდა...
დამყვებოდა მცირე დარდი
და მირტყამდა როგორც დენი
ბავშვობიდან კი ვარ მარდი,
მაგრამ მაშინ დავიბენი.
არ ვიცოდი მისი გვარი,
სახელი და ეროვნება...
არ ვიცოდი ყავს კი ქმარი
იქნებ იმას ემონება...
მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე
ვერაზეა კაფე "გირჩა"
იქ დავუგე ლექსის მახე,
იქ კი ვეღარ გადამირჩა..."

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.