Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ნატალის ჩემს შვილისშვილს!


ცით ნათლად ჩამოტანილო
მთებს დაფენილო ცვარო,
ჩემო ლურჯთვალა ყვავილო
ჩემო მზისფერო ქალო.
შენ ჩაგანაცვლებ ტკივილებს
ნიავს ვაყოლებ ღიღინს,
გამათბე შენი ჭირიმე
მიღირს სიცოცხლე მიღირს.
ო,რა ლამაზი დარია
შენ რომ ღიმილით მხვდები,
გამათბე ჭია მაია
შენი პატარა ფრთებით
ციური მადლი მოჰფინე
ჩემს ჩამობინდულ იებს
მიყვარხარ!-არ მამყოფინო,
მიყვარხარ!-ძლიერ ძლიერ.
ცის ნათლად ჩამოტანილო,
მთებს დაფენილო ცვარო,
ჩემო ლურჯთვალა ყვავილო
ჩემო მზისფერო ქალო.

ტარიელ ხარხელაური


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ჩემო ლურჯთვალა ყვავილო
ჩემო მზისფერო ქალო.

ძალიან საყვარელი ბავშვია.ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი.
#1, 09.02.2012 - 11:11
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.