Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nunuko11 blog
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით,სიყვარულიშველას ითხოვდა.
ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარაგანცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, - უპასუხა განცხრომამ - ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის:პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო,შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხაპატივმოყვარეობამ.
შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰსიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.
მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას,მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონასიყვარულისძახილი.
უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი. სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

suzana (32)
zalin,zalin kargia...
#1, 11.02.2012 - 13:39
 

User
offline
offline nunuko11 (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.