Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

შენ ხარ ვენახი, ანუ ღვინო...

ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხი, არ დამლევის დედა ვატირე.

იმ კაცს რა ვუთხრა, ვისაც ღვინო დაულევია,
ღმერთთან მიმავალს ერთხელაც არ აურევია.
ჩვენ რა ვუყოთო წმინდა სასმელს ასე სჩვევია!
გინდ ჭავჭავაძეს, გინდ ჭილაძეს, ამაყ ხერგიანს,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ვაზი დაუნერგია.
აქ ქუთაისი, თელავია, იქით ვანია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ვაზი მოუყვანია.
შობა, ბუხარი, ზღაპარი და ჩემი ბებია,
კაცს გაუმარჯოს ვის ყურძენი დაუკრეფია.
ეს სითხე ალბათ სიყვარულზე უფრო მეტია,
იმ კაცს დავლოცავ, ვის ყურძენი დაუჭყლეტია.
აქ იმერეთი, კახეთია, იქით გურია,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინო დაუწურია.
იქ კოლხეთია, აქ გომბორის ცივი მთებია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო უღმერთებია.
კახეთს სიცხეა, შორ სვანეთში შავი სუსხია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო ჩამოუსხია.
ალავერდია, მოწამეთა, არმაზხევია,
იმ კაცს დავლოცავ ვისაც ღვინო დაულევია.
იქ, იმერეთში ყველა ხილი უკვე მწიფეა,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინით უქეიფია.
კაცს გაუმარჯოს, იმ იმერელს და იმ მადლიანს,
იმ კაცს დავლოცავ, ვის სუფრაზე უთამადია.
ეგ სულ ერთია, ქართველია? კაცი-კაცია,
კაცს გაუმარჯოს, ვინც პირველად ყანწი ასწია.
მესამე ჭიქა ვინაც ჩვენთან არია აღარა,
იმ კაცის იყოს, ვინც საფლავზე ღვინო დაღვარა.
კაცი სუფრაზე ჩაფიქრდება, მოაგონდება,
პურს დაასველებს, ცრემლს შეიშრობს და დაღონდება.
თუმცა ქართველი, მსმელი კაცი რამ დააღონოს?
ჭიქას აიღებს, ჯვარს გადიწერს, იტყვის-აცხონოს,
ყველა უდროოდ, თუნდ დროულად წასულ კაი კაცს
იტყვის და შესვამს, შავ ღვინოში ულვაშს გაიბანს.
კაცს გაუმარჯოს, ვინც პირველად ყანწი დაცალა,
მიქელგაბრიელს მასთან ახლოს მისვლა აცალა,
მკლავი გამოსდო, ეს ცხოვრება ასე გაცალა,
გზად სამოთხისკენ ერთხელაც არ წაიბანცალა.
მოამაგე ვარ მე ქართული ლამაზი სიტყვის,
კაცს გაუმარჯოს, ვინც სუფრაზე მშვიდობას იტყვის.
იმ კაცის იყოს, ვინც ვინც სუფრაზე მშობელს დალოცავს
და დედმამიშვილს, და სიცოცხლეს, წმინდა სალოცავს,
ყველა კაი კაცს, სილამაზეს, ქართველ გენიებს,
და გაჭირვებულს სუფრაზე თუ მოიხსენიებს.
გინდა აკაკის, გალაქტიონს, ვაჟას, ილიას
ვინც მოიხსენებს, ყველა კაცი დალოცვილია.
ყველა სუფრაზე სილამაზე, ალბათ, ქალია,
თუ ბუნებაში ერთხელ მაინც უგრიალია
და წასულების სადღეგრძელოც მდგომმა დალია,
და თუ ქეიფიც, მონატრებაც ღვინის ბრალია,
ის კაცი, ალბათ, სიყვარულით უკვე მთვრალია.
ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხით, არ დამლევის დედა ვატირე.



Tags:

 
Interesting
positive votes: 33  |  negative votes: 0

Write comment:

teamasi (44)
kargia .. qartulia.. :)
#7, 12.02.2012 - 00:41
xatia-83 (35)
ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხით, არ დამლევის დედა ვატირე.
magariaa:))
#6, 12.02.2012 - 00:04
georgiano (35)
ვენახის მოვლა ცხოვრების წესია,
ყურძნის კრეფა,საყოველთაო სიხარული,
ყურძნის დაწურვა,წინაპართა სიბრძნე,
ღვინის დაყენება,მარადიული ხელოვნება,
ღვინით გამასპინძლება,ურღვევი ტრადიცია,
რვინით დღეგრძელობა,ერთგულების ფილოსოფია,
ღვინის შენახვა,საპატიო მოვალეობა,
მევენახის მხარში დგომა,ეროვნული ღირსების დაცვა...
#5, 11.02.2012 - 15:11
makvala1 (60)
ყველა სუფრაზე სილამაზე, ალბათ, ქალია,
თუ ბუნებაში ერთხელ მაინც უგრიალია
და წასულების სადღეგრძელოც მდგომმა დალია,
და თუ ქეიფიც, მონატრებაც ღვინის ბრალია,
ის კაცი, ალბათ, სიყვარულით უკვე მთვრალია.

martlac ulamazesi leqsia.
#4, 10.02.2012 - 23:46
10.02.2012 - 23:46
ulamazesi leqsia
#3, 10.02.2012 - 10:19
10.02.2012 - 13:37
agni121 (40)
მოამაგე ვარ მე ქართული ლამაზი სიტყვის,
კაცს გაუმარჯოს, ვინც სუფრაზე მშვიდობას იტყვის.
#2, 10.02.2012 - 00:56
იმ კაცის იყოს, ვინც ვინც სუფრაზე მშობელს დალოცავს
და დედმამიშვილს, და სიცოცხლეს, წმინდა სალოცავს...
10.02.2012 - 01:02
magaria(K)
#1, 10.02.2012 - 00:40
10.02.2012 - 00:41
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.