Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

შტორმი

გინახავს, როგორ იწყება შტორმი,
წამოქოჩრილი ზღვა ფეხზე დგება...
მეც ასე მომდის, მეც ასე მომდის,
როცა ჩემს სულში პოეტი კვდება...
მეც გადავდივარ ყოველგვარ საზღვარს,
საკუთარ ფიქრებს თავზე ვატყდები,
ვეღარ ვანსხვავებ მამაცს და ლაჩარს,
ვბღავი, ვყვირივარ და ვილანძღები...
ამ დროს დამფრთხალი ჩემი მუზები,
თავშესაფრისკენ ჩორთით გარბიან;
ვერ გავჩუმდები, ვერ გავჩუმდები,
თუ ვერ ვიპოვი ჩემს ფანტაზიას...
წყლის სვეტი ლამის ადის ზეცაში,
შტორმი იზრდება და ძლიერდება,
მე ჩემს თავს ვხედავ მის მანერაში,
როცა კლდეს ურტყამს და ზედ ემსხვრევა...
მეც შეწირული ამ შტორმსა ვგავარ,
შევდივარ ზღვაში და კლდეს ვემსხვრევი,
თან ვიგერიებ ტალღაზე–ტალღას,
სხვა გაშმაგებით და გაცეცხლებით...
და მიკვირს, მიკვირს, რატომ მტოვებენ,
შეყვარებული ჩემზე მუზები,
თითქოს სიკვდილთან მაახლოვებენ,
მეც ზღვა ვარ, ზღვა ვარ და ვიმუქრები...
თუმც ჩემი ლტოლვა, მართლაც გიჟური,
მალე იღლება ამდენ ბრძოლისგან,
თან მზეც ამოდის ცად გახიზნული,
და სევდიანად მიმზერს შორიდან!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.