Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დაღლილ თვალებში დაიბუდა მძიმე სიზმარმა…
გრძნობა ღმუოდა სიბნელეში როგორც მდინარე !
არსად იმედი, ამომშრალთა თვალთა წამება
თითქოს გავქრი და სიყვარულში გარდავიცვალე…

უცებ ვინატრე , რომ თვალები შენი მეხილა,
თუგინდ შორიდან წამით მეგრძნო მათი სისველე.
მაღლით, ზეციდან უფლის მადლი გადმომეფინა და
ამ ბოლოჟამს შენი სითბო, სიტკბო ვიგემე.

სულში ჩამესმის ქვითინივით ზარის წკარუნი
გულში მეღვრება სანთელივით, ღამის ზმანება…
თვალებს ასველებს სისხლისფერი ცხელი წყარონი
ნუთუ ეს ღამე აღარასდროს არ გათენდება ?!

დაღლილ თვალებში გაიგუდა მძიმე სიზმარი…
ტანჯვის, წამების, ცოდვის მეფე ღამეც დანებდა.
უფალმა , ისევ გვისახსოვრა ჩვენ სიყვარული
გაიღვიძა მზემ, უწინარეს დილა გათენდა…

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.