Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ნიკო გომელაური

"თავს მიკრავს ვერხვი
-რაღაცას ამბობს.
თავს მიქნევს ვეფხვი
-მომარტყას ლამობს.

გავექცე საით,
არ ვიცი,ელვას.
თავს ვაღწევ წამით
ტალღების ღელვას.

რას მერჩის ქარი?
ან მტრები რით ვართ:
რატომღაც ხარი
აღმიქვამს წითლად.

დამადეს ტაბუ
საკუთარ სახლში.
ხან მიყეფს ბაბუ,
ხან მიღრენს ბავშვი.

თურმე ეჭვია
მიზეზი ამის
-მისთვის მერჩიან,
ჩამქოლონ ლამის.

იანვრის სუსხი
არ მაკლებს წყევლას,
რადგანაც ვუხსნი
სიყვარულს ყველას.

1999 წ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.