Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

იქ წავიდეთ

იქ წავიდეთ, სადაც ერთ დროს,
ერთმანეთი გვყვარებია,
სადაც იის წვიმები და
გვირილების ქარებია...
სადაც რბიან ვარდის წყლები,
და ციური მანანები,
ცად აწვდილი დგანან მთები,
თავის ღია ნაპრალებით...
იქ წავიდეთ სადაც მუდამ
ერთმანეთის ვიგრძნობთ სითბოს,
ძველებურად აბდაუბდათ,
და მოჩლექით ვისაუბროთ...
ვისაუბროთ, რასაც ჰყვება
ნაკადული წყაროს ხმაზე,
წერო წეროს რად მიჰყვება,
მოკრიალე ზურმუხტ ცაზე...
რას მღერიან ვარსკვლავები,
მაშინ როცა მიწას სძინავს,
ვის სჭორავენ ასე გზნებით,
ვის ელიან რიჟრაჟისას...
იქ წავიდეთ, სადაც ჩვენთვის,
ნუკრებს ზრდიან ხალებიანს,
სადაც ერთ დროს ერთმანეთი,
მტრედებივით გვყვარებია...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.