Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

წერილები....

...მობუზულან,სახლის აივანზე,ბეღურები...საკენკის მოლოდინში,ფრთხიალებენ და ნისკარტით,შენი წერილები მოაქვთ,ჩემთვის...

სანაცვლოდ,არაფერს მომთხოვდნენ,მაგრამ ახლა,ხომ ძალიან ცივა...ცხელ,ფუნთუშას გემრიელად მივირთმევ და ჩიტებს,ცალი ხელით,პურის მარცვლებს ვუყრი...პური გუშინდელია...უფრო კარგად იფშვნება და ჩიტებიც ფრთხიალებენ სასიამოვნოდ...

ყინულის ლოლები შაქარყინულივით მეგემრიელება...შენი წერილი გულის ჯიბეში მაქვს შენახული და ჯერ არ წამიკთხავს....

მაღალყელიანი,მძიმე ჩექმები მაცვია და თოვლში,სიარული ძალიან მიჭირს...თოვლის ფიფქები ქრებიან და ჩნდებიან,ჩემს ხელისგულებზე...კარგია,როცა ასეთი განწყობა გაქვს..როცა ფიფქებისთვის იცლი და ბუნებას უზიარებ,ყველაფერს,რაც შენში ხდება...

წარმოსახვით ვცდილობ,გამოვიცნო,რა წერია წერილში,როგორია შენი,ჩემდამი სიყვარული...ხან თოვლში ნაპოვნი,ყვავილივით იშვიათი და ხან გაზაფხულის მზესავით,სასიამოვნო...


Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

წარმოსახვით ვცდილობ,გამოვიცნო,რა წერია წერილში,როგორია შენი,ჩემდამი სიყვარული...
#1, 10.02.2012 - 14:21
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.