Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

მე რომ გაფრენა არ შემიძლია

ხშირად აღმოვჩენილვარ უფსკრულის პირას.
არც ეშმაკს ეცალა ჩემთვის,
არც ანგელოზებს.
ლოცვა რომ დამეწყო, ვიცი,
ორივე მხარე გამოაცხადებდა თავის უფლებებს
ჩემს სულზე.
მე კი,
იმდენად ამპარტავანი ვიყავი და ვარ,
რომ გადახტომის გარეშე მსურდა და მსურს
ჰაერში ამიტაცონ
ანგელოზებმა.
მეშინია ამ დროს ლოცვის,
ვაითუ გადავხტე
ერთ–ერთი მხარის გამოუცხადებლობის გამო.

ყლუპი ჰაერისთვის ვიღვიძებ,
ჩავისუნთქავ და...
ფსკერზე - სიზმარში...
მეც პინგვინივით ვნატრობ გაფრენას,
რადგან აღარ გვსურს ცურვა უფსკრულში.
და ასე ველით გაფრენის თარიღს:
ის - ევოლუციას,
მე - სიკვდილს.
ის მილიონი წლის შემდეგ აიხდენს ნატვრას,
მე კი სულ მალე...
როცა აღარ მეყოფა ჰაერი
დილამდე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.