Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
labradori blog

უილიამ შექსპირი – სიყვარული




”რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს, მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში; მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას, ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით, ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა, თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე, მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს, მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
თურმე ვცდებოდი, სიყვარულში ზღვარს რომ ვეძებდი, მე უკანასკნელს არ გიძღვნიდი თურმე სტრიქონებს, ან რა ვიცოდი, ცეცხლთან ჭიდილს კვლავ თუ შევძლებდი და ჩემს მახლობლად ტრფობის სიო კვლავ თუ იქროლებს?! ან რას ვიცნობდი იმ ერთადერთს უთვალავს შორის, იმ ერთ შემთხვევას, სადიდებელს რაც ხდის საკიცხავს, რაც ერთ სიტყვით აქრობს თურმე სათავეს ჭორის და აცვლევინებს თვით მეფესაც ფიცს და საფიცარს. ან რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე, რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული, აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავე და რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?! ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.
მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად: ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ, რასაც სახელად “დამღუპველი” ვუწოდე თავად და რაც სამსალას უმოწყალოდ მასმევს ამიერ. ჩემს გონებასაც ღამედ ექცა მადლი დღისა და ვერ განმიკურნა მე ეს სნება, ნებით ნებული, და შემომწყრალმა ნუგეშიც კი არ მაღირსა და სიკვდილის კართან მიმატოვა გაოგნებული. აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა, აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილი და უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალა სიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი. აღარ მსურს შენში, სინათლის წილ, წყვდიადს ვხედავდე, შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.”

,,ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს . . .”


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline labradori (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.