Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

ჟამთა სიავეს

ჩამოკონკილი მათხოვარი ყავარჯნით ხელში

მოადგა ფართოდ გაღებულ რესტორნის კარებს.

ჟამთა სიავეს მოეხარა საბრალო წელში

ძლივსღა ახელდა დასიებულ, დაცრემლილ თვალებს.

გაშლილი სუფრა ქორწილის ხალხს დააპურებდა

გაჭირვებულთა სადღეგრდძელოს სვამდა თამადა.

ოთხი ვაჟკაცი მოსულს ზედაც არ უყურებდა

ერთმა ისიც თქვა - წაათრიეთ წამიხდა მადა.

და გაათრიეს მათხოვარი ძუკნა ძაღლივით,

ოფიციანტმა ზიზღისგან გადააფურთხა.

ეს უბედური აღრიალდა ობოლ ბავშვივით

ღმერთმა კი მისი დაბოღმილი ცრემლი აკურთხა.

ძლივსღა წამოდგა დაჩეჩქვილი და დაბეგვილი,

შიმშილის გრძნობა ავიწყებდა დახეთქილ წყლულებს.

შიგნით კი თამადა, დიდი ყანწით ყელმოღერილი

ადღეგრძელებდა ქვეყნად ყველა გაჭირვებულებს



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.