Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ბედნიერება...

...ვფიქრობ, რომ საწუთროში არაფერია მარადიული და უცვლელი. წუთისოფელიც ხომ ერთად აღებული წუთია, ისიც წარმავალი, ვითარცა სიზმარი...

ყოველი ცოცხალი ორგანიზმიც ხომ ჯაჭვურად მონაცვლეობს სიცოცხლის ფრაგმენტებად დაყოფილ რგოლებზე: დაბადება, შემდეგ ზრდის, ახალგაზრდობის, სიბერის პერიოდი. ბოლოს გარდაცვალება, დასამარება... მიწად ქცევა, მტვრად, წვიმად...
...იქნებ ბედნიერებაც?! ბედნიერებაც ხომ წარმავალია, რადგან არავინ იცის, როდის დადგება მისი დრო და პირიქით, როდის შემოგვეცლება ხოლმე?!

იქნებ, ახლაც ჩვენს გვერდითაა და ვერ შევიგრძნობთ... მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე გულს გვატკენს და სულს მოგვიკლავს, მაშინ გავიხსენებთ, რომ თურმე იგი ძალიან ახლოს ყოფილა ჩვენთან და ვერ დავინახეთ, ვერ მოვეფერეთ...

მსურს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მხოლოდ ამ გრძნობით ტიროდეს...

...მინდა, ვიფიქრო, რომ ბედნიერება მხოლოდ შენშია, შენ - ღვთაებრივ სიყვარულში, სიყვარული კი - უფალში, რომელიც თითქმის ზომიერად გვინაწილებს სიცოცხლის მანძილზე ამ გრძნობას.

...და მაინც, ასე მგონია, რომ თუ ვერ მიმზიანებ მოწყენილ დღეებს და ვეღარც მილამაზებ სამყაროს ფერებს მშვენიერებად, მაშინ შენს გვერდით გატარებულ, თუნდაც წუთებსაც, ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად...




Tags:

 
Interesting
positive votes: 29  |  negative votes: 0

Write comment:

...და მაინც, ასე მგონია, რომ თუ ვერ მიმზიანებ მოწყენილ დღეებს და ვეღარც მილამაზებ სამყაროს ფერებს მშვენიერებად, მაშინ შენს გვერდით გატარებულ, თუნდაც წუთებსაც, ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად...
#7, 17.02.2012 - 21:14
teklat (29)
..მინდა, ვიფიქრო, რომ ბედნიერება მხოლოდ შენშია, შენ - ღვთაებრივ სიყვარულში, სიყვარული კი - უფალში, რომელიც თითქმის ზომიერად გვინაწილებს სიცოცხლის მანძილზე ამ გრძნობას.
#6, 13.02.2012 - 01:23
le1998 (28)
.და მაინც, ასე მგონია, რომ თუ ვერ მიმზიანებ მოწყენილ დღეებს და ვეღარც მილამაზებ სამყაროს ფერებს მშვენიერებად, მაშინ შენს გვერდით გატარებულ, თუნდაც წუთებსაც, ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად
#5, 13.02.2012 - 00:59
manana-55 (60)
kargia
#4, 12.02.2012 - 12:22
mamuka2437 (50)
zalian magaria
#3, 11.02.2012 - 19:21
gaixaret.
11.02.2012 - 19:22
13lika13 (37)
მსურს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მხოლოდ ამ გრძნობით ტიროდეს...
#2, 11.02.2012 - 19:15
12.02.2012 - 03:05
...და მაინც, ასე მგონია, რომ თუ ვერ მიმზიანებ მოწყენილ დღეებს და ვეღარც მილამაზებ სამყაროს ფერებს მშვენიერებად, მაშინ შენს გვერდით გატარებულ, თუნდაც წუთებსაც, ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად...
#1, 11.02.2012 - 16:52
მსურს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მხოლოდ ამ გრძნობით ტიროდეს...
11.02.2012 - 16:55
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.