Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gvanci-20 blog

დედა ! 20.09.1994 (დღიურის ფურცელზე მინაწერი ))

დედა ! ახლა ბილიკს ათოვს ჩემთან,
დედა ! მტკივა გათელილი გული..
იცი? ხშირად ვლაპარაკობ ღმერთთან
და სიზმრების გავხდი ყარაული.
დედა ღამით მოჩვენებებს ვხედავ
შიშნარევი ასე ,ტკივილს ვერთვი,
მერე ყველა დარაბებს მე ვკეტავ ,
სტუმრად მოსულ ცრემლებს თვალზე ვერ ვთვლი.
დედი გახსოვს დაგეგმილი წლები?
ვიხსენებ და მოგონებით ვტკბები,
სანთელივით ვიწვი ჩუმად ვდნები
უშენობით მგნია რომ ვკვდები.
დედა ! ცივა დაღლილ დამჭკნარ ხელებს
თანდათან კი უიმედო ვხდები
ყოველ დილით ვიოცნებებ ბევრს და
ღამე სიზმრად მხოლოდ შენ შეგხვდები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.