Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
irmagio blog

რატომ დამტოვე ამ სიცივესთან?

სიცივემ ლურჯი ფერი დაკარგა,
ვერცხლის ლოლოებს ჩაუღიმილა,
ცამ შავ დალალებს სახე ავკარგად
შეაფარა და ჩაუდუმილა...
ავდრობის ღამე ცას ააცრემლებს,
ხეთა ღაწვებზე დასერავს ღარებს,
ვიღაც ფიქრებით კვლავ გაათენებს
მოძებნის სითბოს და ნანატრ დარებს.
ქარი ემსხვრევა სარკმლის მინებზე,
თვალებს გააკრავს და მერე წაშლის,
ჯიუტად ძვრება საჭვრიტინებზე,
ცდილობს გაიგოს რა ხდება სახლში.
და გაყინული თეთრი ფანტელი,
ნაზად დახატავს ფარფატით ქარგებს,
ისევ არჩია, მიწას გათელილს,
ცოტათი ადრე ჩემს ბაგეს გადნეს.
ნელთბილი კრთომა ცის ნამთან ერთად,
მომეფერება ტუჩის კიდესთან,
მძლავრ მომინდება მე ყოფნა შენთან,
რატომ დამტოვე ამ სიცივესთან???????????????

ი.ე 12.02.2012---------რატომ? და სადა ხარ?




Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline irmagio (51)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.