Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

დედა ჩაიჭრა...

დედა შემოდის ყოველ ღამე ჩემს ოთახში, და რაც 15 წლის გავხდი, ჩვენ ვმეგობრობთ.
დედა ჯდება ჩემი საწოლის ბოლოს, უკიდებს სიგარეტს



ასანთით, (და არა სანთებელათი),
მიაქვს მერე ანთებული ასანთის ღერი პირთან და ქალურად უბერავს სულს.
მერე ძველი სპილოს ძვლის საფერფლეს თავისკენ იტრიალებს და მაჩერდება.
დედას მამასთან სალაპარაკო არაფერი აქვს, რადგან მამა როცა სახლშია კომპიუტერთან ზის და ერთადერთი მაშინ ტოვებს ოთახს როცა ყავის დამატება უნდა.
ღამის სამ-ოთხ საათზე კი თვალები რომ დაეღლება, იქვე ტახტზე იძინებს ტანსაცმლითვე.მამა ხან სახლში არ მოდის ღამე. ჩვენ აღარც კი ვეკითხებით სად იყო და ვისთან დარჩა, რადგან დედამაც იცის და მეც, რომ მამა ვიღაც ქალთან დადის.
მამას სუნი აქვს იმ ქალის სუნამოსი_
და ამ სუნითაც ამძიმებს სახლს,რადგან მან თავისი სუნი დაკარგა,ბავშვობაში მე რომ მიყვარდა,(და ალბათ დედასაც).

დედა და მე ვმეგობრობთ.
დედა ჩვეულებრივ, ყოველდღე მეუბნება რომ ისევ დიეტაზეა და აინტერესებს დაიკლო თუ არა წელსა და მაჯებზე.განსაკუთრებით წელის ზომა ადარდებს: რაც მეყოლე, ფორმაში ვეღარ ვდეგებიო. მერე დედა წუწუნებს, რომ კომბოსტოს სალათაზე უკვე გული ერევა და მერე მე მიწყობს დაკითხვას.
ვგრძნობ, უნდობლობის გრძნობა გაჩნდა დედასა და ჩემს შორის, რაც დედამ მეზობელ გიორგისთან დამინახა ხელჩაკიდებული.
სკოლიდან პირდაპირ სახლში რომ არ მოვიდე, ჩხუბით ამოვყავარ კიბეებზე. მაღაზიაში გაგზავნილს თვალს აივნიდან მაყოლებს და მერე კიბეებზე გადმოდგება ხოლმე რომ დარწმუნდეს ჩემს მარტოობაში. სახლში ასულს კი თავიდან ფეხებმადე მათვალიერებს და ხან ისე გამჭოლავად რომ მუცელთან რაღაც მტკივდება და ვიძაბები.
დედას ჩემი სკოლაც და კლასელებიც აინტერესებს.თითქმის ყოველ საღამოს მარის დედაზე მეკითხება.
-როდის იყო სკოლაში ბოლოს მარის დედა?
-გუშინწინ.
-რა ეცვა?
-არ ვიცი.
-როგორ ხასიათზე იყო, გაბრაზებული თუ ღიმილიანი?
-არ ვიცი.
-ქმარმა მოიყვანა მანქანით თუ ფეხით მოვიდა?
– მგონი, მარის მამამ.
-გარეთ დაუცადა თუ მამამისიც შემოვიდა?
– გარეთ.
-მარის დედა ისევ ისეა გასუქებული, თუ ცოტა გახდა?
-რა ვიცი.
-მარისთან თუ მეგობრობ?
-კი.
-რაზე საუბრობთ ხოლმე?
დედამ დაარტყა სიგარეტს და ბოლომდე გაიყვანა.
-მარიმ მითხრა დედაშენი და მამაჩემი ერთად დადიან სასტუმროს კაფეშიო.დედაჩემი და მამაჩემი ამ ბოლო დროს ხშირად ჩხუბობენო. მარის მამასთან რატომ დადიხარ, დედა?

დედას ხველა აუტყდა,სიგარეტი მიასრისა ძველი სპილოს საფერფლეს და გავარდა, მუცელთან ალბათ ჩემსავით ასტკივდა რაღაც და დაიძაბა.

მე დედას ვუგებ, მამას არაფერს ვეუბნები, რადგან მამას სხვა ქალის სუნი აქვს ტანზე. დედამაც დაკარგა უნდობლობის გრძნობა ჩემს მიმართ, და:

აღარ მეკითხება სად ვარ და რატომ?
არც იმას, რატომ ვსეირნობდი გიოსთან ერთად ღამის პირველამდე.
არც იმას, რატომ არ მოვედი სახლში გაკვეთილების შემდეგ.
არც იმას, რატომ მაქვს ყელზე ნაკბენი.
არც იმას, რატომ ვკოცნიდი გიოს კიბეებზე, გვერდზე რომ ჩაგვიარა.
არც იმას, რატომ გავთხოვდი 15 წლის…
დედა ჩაიჭრა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 43  |  negative votes: 4

Write comment:

jizn11 (27)
aka7 getanxmebi
#13, 14.02.2012 - 16:39
italianka (34)
დედა ჩაიჭრა
#12, 14.02.2012 - 16:31
aka7 (35)
mamaa am dros cudi? aseti nabozvari coli ro eyoleba wava sxva qaltan aba ras izams........
#11, 14.02.2012 - 16:22
მამა როცა სახლშია კომპიუტერთან ზის და ერთადერთი მაშინ ტოვებს ოთახს როცა ყავის დამატება უნდა.
ღამის სამ-ოთხ საათზე კი თვალები რომ დაეღლება, იქვე ტახტზე იძინებს ტანსაცმლითვე.მამა ხან სახლში არ მოდის ღამე.amitia magari kaci,rom mis ojaxshi ra xdeba rom ar kitxulobs?
14.02.2012 - 18:44
baller (26)
..........................................................
#10, 14.02.2012 - 00:03
teamasi (44)
აღარ მეკითხება სად ვარ და რატომ?
დედა ჩაიჭრა...
#9, 12.02.2012 - 22:29
deda chaijraa
#8, 12.02.2012 - 21:44
D e D a aris ertaderti daauviwyari angelozii... sul rom cudi iyos yvela dedaas da yvela shils ertmaneti magrad uyvart...
#7, 12.02.2012 - 20:56
12.02.2012 - 20:57
mainc yvela dedas gauumarjoos
#6, 12.02.2012 - 20:43
მინდა დავლოცო ქალი
ვინც რომ სულ თავზე გვევლება ყველას,
მოდით დავლოცოთ ის ერთადერთი
ქალი რომელსაც ვეძახით დედას...
12.02.2012 - 20:53
mmagas ar gansazgvravt chven es gankitxvaa genacvalee da am yvelapers chven zemot dzalebi wyvetaven
#5, 12.02.2012 - 20:39
nu ganvikitxavt.
12.02.2012 - 20:42
ki absolituraaad getanxmebit da martali brdzandebit magram... deda dedaa magram yvela deda dedobis girsia araa
#4, 12.02.2012 - 20:33
roca aset nabijs dgavs deda rac aqaa magaliti mokvanili,martla araa araferi kargis girsi.
12.02.2012 - 20:36
1  2  [»] 

© 2018 Face.ge - all rights reserved.