Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მოვალ, რომ გექარიშხალო...

ისე გადის თებერვალი,
ყინვით, თოშით, ვაებით,
ამის დედაც, ამის კარგიც,
ამის ცივი ქარებიც...
ნუ ავყვებით, ნუ ჩავყვებით,
ჩვენ ჩვენი გზა ვეძებოთ,
გენატრები, მენატრები,
მინდა შემომეგებო!!!
მინდა ხალი გამიშალო
ჭრელი ვეფხვის ტყავების,
მოვალ, რომ გექარიშხალო,
შენც ნუ შეგებრალები...
გამახვიე ცეცხლის ალში,
მაგიზგიზე, დამფერფლე,
მიყვარს ქერა თმებს რომ გაშლი
და ლურჯ თვალებს მაფეთებ...
მიყვარს, მიყვარს, როცა გარეთ,
თებერვალის ქარია,
შენ კი მკერდში შემიფარებ,
მკოცნი და გიხარია...
ამ ქარების, იმ ქარების,
იყოს კარში ლაწანი,
თუკი ასე გეყვარები,
ადიდებულ ზღვასავით!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.