Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
atropia blog

რამდენს იტევენ ამ ღვთიურ გრძნობებს...

რამხელა გული ჰქონიათ დედებს

რამხელა გული ჰქონიათ დედებს,

რამხელა სითბო ჩაუტევიათ.

რამდენი ცრემლი დაღვარეს ჩვენთვის,

მაგრამ შენდობა გაუბედიათ...

ურცხვად ვატყუებთ, ვაგინებთ, ვლანძღავთ;

ჩემი დედაო... ჩამესმის ყურში,

მაგრამ არასდროს გაუფიქრიათ,

რომ ჩვენზე ბოღმა ჩაედოთ გულში...

სისხლი დაგვითმეს გამოსაკვებად

და მერე რძესაც გვასმევდნენ წლამდე.

ჩვენს წილ ტყვიასაც ჩაეკვრებიან,

არ მიგვიშვებენ საფლავის ქვამდე.

ჩვენს ნასროლ ეკლებს ხელებს უშვერენ,

სისხლით დაწერილს გვწირავენ ლოცვებს.

რამხელა გული ჰქონიათ დედებს,

რამდენს იტევენ ამ ღვთიურ გრძნობებს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

რამხელა გული ჰქონიათ დედებს :*:*:*:*:*

uuuddddiiiiiiidddeeesiiiiiiii :*:*:*:*:*:*:*
#1, 16.02.2012 - 21:42
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.