Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

რადგან რომანი გვაქვს, რაღაც მომენტებში

მჯერა, მე დაგიწერ, რაც არ დაწერილა,
ვიცი, არ მიწყენენ სულის პოეტები,
რაღაც რომანტიკულ ვხდები ქარტეხილად,
რადგან რომანი გვაქვს, რაღაც მომენტებში.

წუხელ გადმოვარდა მთვარე აკვანიდან,
როგორც გაზაფხულზე ხილთა ყვავილები,
სცვივა ვარსკვლავები გულის გალავნიდან,
სული, გავლენიდან მტკივა ქავილებით.

მტკივა, ვაღიარებ ტყვიის ნასროლივით
სული უსასრულოდ, (ძალით) მეღიმება,
ვიცი, შენს ქუჩაზე ისევ ჩამოვივლი,
რადგან სიმთვრალეში მუდამ მეხირება.
რადგან სიმთვრალეში გულის შეტევა მაქვს,
რადგან სიმთვრალეში ვბედავ გასაბედავს,
რადგან სიმთვრალეში ვის არ შეეშალა
ფეხი, სულის ფეხი, როცა გადაბერდა.

მჯერა, მე დაგიწერ, რაც არ დაწერილა,
ვიცი, არ მიწყენენ სულის პოეტები,
რაღაც რომანტიკულ ვხდები ქარტეხილად,
რადგან რომანი გვაქვს რაღაც მომენტებში.

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.