Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sevdiani20 blog

მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები.....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

sevdiani20 (26)
#2, 18.02.2012 - 00:10
sevdiani20 (26)
Me rom movkvdebi dagondebian albat chemebi,

Me rom movkvdebi,tkven kvelas ucxod mogechvenebit,

Xels rom shemaxebt sicivisgan dabindebuli

Chemi guladi megobrebic ki sheshindebit.

Mere amoxvalt da amomitant lamaz kvavilebs

Sxvis dgeobaze chems shesandobars chumad damilevt,

Me mxolod erti ram mrcheba tkventan satxovrad

Nu gaixsenebt rogori mnaxet ukanasknelad
#1, 13.02.2012 - 22:54
 

User
offline sevdiani20 (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.