Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი...

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი და დაქანცული სულის გოდება.... ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი გაამინდებას რომ ელოდება.... მწვანე თვალების წვიმიან მაისს, რა საოცარი სცოდნიათ გზები_ მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები.... და როცა სული მიიწევს მაღლა და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები- მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა მითხარი, ხომ არ დამემდურები?... თუ გაზაფხული ყვავილობს შენში და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი, სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში ხომ არ იქნება დანაშაული? თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო, შენი თვალების მორევს დავიტევ, შენი ტუჩების თუ გამყვა გემო მითხარი ,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ? და მაინც სული მიიწევს მაღლა, და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები... მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა მითხარი, ხომ არ დამემდურები?

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.