Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

მსოფლიოს დედებს!

მე სალოცავი სამყაროში ვიხილე ერთი, ის მიმაჩნია შობის დღიდან უკვდავად, ღმერთად, თუ რამ ტკივილი შევიგრძენი დედამიწაზე, მუდამ მშველელად თავს მევლება ამ ქვეყნად დედა! ეს შეუცვლელი, უნაზესი ძლიერი გრძნობა, დედამიწაზე უფლის მიერ არის მოვლენა, თუ რამ ძლიერი გამაჩნია და მაბადია, ეს არის მისგან ჩასახული, ეს არის დედა... ჩვენ უფლის სახე არ გვინახავს, ის თვითონ გვიცქერს, ფათერაკის წინ დედის ჩრდილი ჩასაფრებულა, დედაა ქვეყნად ჩვენი დიდი გზის გამკვალავი, ყველა დედაში უფლის სახე ჩასახებულა. მე მიხარია როცა ქალში ამ გრძნობას ვხედავ, ის ხომ პირმშოსთვის გადმოლახავს უდაბნოს სერებს, მე მუხლმოყრილი შემოვივლი მთელ დედამიწას და სამადლობელს მივაგებებ მსოფლიოს დედებს!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.