Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?

რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.