created: Tuesday, 14. February 2012 Time 07:26.
changed: Tuesday, 14. February 2012 Time 09:46.
"ის დღე დადგება...
ვარდი უეკლოდ იხარებს როცა,
სულში დათბება...
და დაიწყება მხურვალე ლოცვა...
მოვა ის წამი...
როცა ჩვენ რწმენის ავაგებთ ტაძარს,
დადგება დარი...
და ჩვენ ვიხილავთ მათხოვარს მაძღარს...
ინათებს ის დღე...
რომ აღარ ვნახავთ ბავშვის გაწვდილ ხელს
და მოვა ვინმე...
ვინც განუქარვებს მოხუცს დარდს და ცრემლს.
იხარებს კვლავ ბზა...
და მოუტანს სულებს ცხონებას,
გაჩნდება ის გზა
და კვლავ ბილიკად გაფენს ცხოვრებას.
წვიმა წამოვა...
რომლის წვეთებშიც იხარებს ვაზი...
კვლავ მზე გამოვა
და დაიცლება მრავალი თასი....
იმარჯვებს ძმობა...
ალბათ ირწმუნებთ მაშინ ჩემს "ბოდვებს"...
გაჩნდება გრძნობა...
აღარ იტვირთავს სულიც ამ ცოდვებს...
P.S ჩამოჰკრავს ზარი...
მისი ხმა მაღლა,ზეცაში ადის...
იხსნება კარი....
რომელიც "უფლის სახლისკენ" გადის..."
Tags:
|
positive votes: 1 | negative votes: 0
|
average rating: 3 | viewings: 4
|
Write comment: