Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ენძელები თოვლში

სცივათ ენძელებს, სცივათ ენძელებს,
ზამთრის ყინვებში გაღვიძებულებს,
ან გადარჩენას როგორ შეძლებენ,
ვინ შეიკედლებთ ატირებულებს...
სუსხი აშინებთ, სიო აშინებთ,
კრთებიან კურდღლის გამოჩენაზე,
საცოდავებმა თავი გასწირეს,
ქვეყნად მოვიდნენ ადრე ყველაზე...
მათი ამოსვლა სულ მზის ბრალია,
ამოიტყუა თურმე მიწიდან,
ახლა კი მათთვის აღარ სცალია,
ღრუბლებში შეძვრა და მიიძინა...
რა ეშველებათ, რა ეშველებათ,
ღამით ქარები იცის ველებზე,
ალბათ, მოკვდება ღამე ენძელა,
ჯოხიც ხომ ტყდება სულ პირველებზე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.