Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

შენ რომ ჩემი სული გსურდა

შენი მწვანე თვალებიდან

მე ათასი ქალი მიმზერს;

შენ რომ თურმე გვყვარებივარ,

თუ არ მეტყვი, როგორ მივხვდე?

როგორ მივხვდე გულში რა გაქვს,

ან რითა გაქვს, ნეტა, სავსე,

ანდა, სათქმელს სად ინახავ,

ქვესკნელში თუ მეცხრე ცაზე...

სანადიროდ გამოვსულვარ,

ვეფხვს დავეძებ ზოლებიანს,

შენ რომ ჩემი სული გსურდა,

არ გაგიმეორებია...

რა გავიგო, რა გავიგო,

თუკი ენას კბილებს აჭერ;

მითხარ, ჩემო მარგალიტო,

რა სასჯელი მომისაჯე?!


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.