Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ცხოვრება მაინც მშვენიერია!..

ამ ქვეყანას ტირილით ვეგებებით,მაგრამ წასვლაც არ გვინდა. ცხოვრება,მარტივი არავისთვისაა,იგი ყველასთვის მეტნაკლებად რთული და ჩახლართულია. ხშირად მესმის გარშემომყოფთაგან “რა უბედური ვარ” , “რატომ გავჩნდი”,”სიცოცხლე აღარ მინდა” და ა.შ. ქუჩაში ხალხი დაღვრემილი და ცხვირჩამოშვებული დადის,თუ შემთხვევით კარგ ხასიათზე ხარ,რაიმე გაგახსენდა და გაგეღიმა იტყვიან ეს ნამდვილად გიჟია,ქუჩაში რა უნდა წავიდეს ასათიანისკენ ჩაისეირნოსო. :)

დიდი თუ პატარა,თითქმის სრული უმრავლესობა დღედაღამ გაიძახის ფული,ფული,მეტი ფული გვინდაო.



ყველა ფიქრობს,რომ ბეევრი ფული ბედნიერებისა და კეთიდღეობის საწინდარია,მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება მეგობრების,საყვარელი ადამიანებისა და ცხოველების გარეშე,უამრავი ფულითა და მდიდრული ვილებით. ახლა გულწრფელად თქვით, ბედნიერი იქნებით ?

პასუხი მარტივია,ვერ იქნებით იმიტომ,რომ არ გეყოლებათ გვერდით ის ადამიანები რომლებსაც უყვარხართ და გიყვართ,ვერ გაუზიარებთ მათ თქვენს გასაჭირსა თუ ბედნიერებას.

ჯერ მარტო პატარა ბავშვის ღიმილი და ჩახუტება რამხელა სიხარულის მომტანია.



როცა პაწია ხელებს კისერზე შემოგხვევს და ლოყაზე მაგრად გაკოცებს.
ამ ბედნიერების გამოვლინება უნებლიე ღიმილია თქვენს სახეზე.

ნუთუ ერთი წუთით მაინც არ თვლით თავს ბედნიერად და ცხოვრებას მშვენიერად,როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხართ?

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელლია.



ამ ადამიანებს ჩვენი უსიტყვოდ ესმით,ბევრ საჭირო რჩევას გვაძლევენ,ყველაზე კარგად გვიცნობენ და ყველაზე ახლოს მოდიან ჩვენს შინაგან სამყაროსთან. ალბათ მიხვდით,რომ ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ,ადამიანებს რომელებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან და ჩვენი ბედნიერება საკუთარივით უხარიათ.

მეგობრობამ (ისევე როგორც სიყვარულმა) არ იცის კანის ფერი. მეგობრები, ერთი შეხედვით განსხვავებული ადამიანები შეიძლება გახდნენ,მაგრამ ჩინებულად გაუგონ ერთმანეთს.



მეგობრები და ჩვენთვის სხვა საყვარელი ადამიანები ღვთის ჯილდო არიან,მათთან ერთად დავდივართ ამ ცხოვრების ვიწრო და დახლართულ ბილიკებზე,ისინი გვანიჭებენ უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას. მიუხედავად წუთისოფლის სიმძიმისა,ყოველთვის გვაძლევენ მიზეზს რომ გავიღიმოთ,ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედოთ და ვთქვათ :”მიუხედავად ყველა სირთულისა,ცხოვრება მაინც მშვენიერია,თითოეული დღე ახალი სასწაულია იმიტომ,რომ ჩემს გვერდით მეგობრები და საყვარელი ადამიანები არიან ! ”

ახლა კი გაიღიმეთ,



ცხოვრება მშვენიერია...

Tags:

 
Interesting
positive votes: 20  |  negative votes: 0

Write comment:

cxovreba martlac maagriaa
#6, 17.02.2012 - 15:28
fasona03 (52)
ახლა კი გაიღიმეთ,
ცხოვრება მშვენიერია...
#5, 16.02.2012 - 21:59
manana-55 (60)
kargia
#4, 16.02.2012 - 12:55
atropia (53)

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელლია.
#3, 15.02.2012 - 20:07
roma005 (39)
cxovrebia ulamazesiaaaa
#2, 15.02.2012 - 18:44
მიუხედავად წუთისოფლის სიმძიმისა,ყოველთვის გვაძლევენ მიზეზს რომ გავიღიმოთ,ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედოთ და ვთქვათ :”მიუხედავად ყველა სირთულისა,ცხოვრება მაინც მშვენიერია,თითოეული დღე ახალი სასწაულია იმიტომ,რომ ჩემს გვერდით მეგობრები და საყვარელი ადამიანები არიან !
#1, 15.02.2012 - 17:42
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.