Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი

ნერვები მაქვს (დ) აწყვეტილი ღილებივით,
(გარეთ ისევ ირევიან ამინდები),
ყრუ დღეები მატარებენ გიდებივით,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი.

ხელის გულზე ვაშოშმინებ ნებისყოფას,
ჩამონგრეულ სულში ისევ ვაგებ იმედს,
გუშინ ცა და დედამიწა ვერ მიყოფდა,
ახლა უარაფრისობა მანებივრებს.

სარკემ შვებით აირეკლა გათენება,
გადახდილი უძილობა ათბობს საწოლს,
დაღლილ მხრებზე ჩამოეყრდნო ქუჩებს მზე და
ჩემს ფანჯრებთან გულწითელა ჯერაც სახლობს.

ჯერაც, რადგან მორიგ ჯერზე გაფრინდება,
მიატოვებს საგიჟეთის ვიწრო სადგომს,
მე კი შენი მიტოვება არ მინდება,
არ მინდება, ამ კედლებში ვრჩები,

ვამბობ:

მერე რა რომ არაფერი შეიცვლება,
ფიქრებიდან მაინც ვეღარ დამიძვერი,
ოცნებებში ყველაფერი შეიძლება,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

kessaria (38)
ოცნებებში ყველაფერი შეიძლება,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი.
#1, 21.02.2012 - 22:24
მერე რა რომ არაფერი შეიცვლება,
ფიქრებიდან მაინც ვეღარ დამიძვერი,
21.02.2012 - 22:45
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.