Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

და დამენანა, ეს მერამდენედ...

აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი,
ღამემ სული და ძილი შემიძრა...
და მაშინ, როცა გიპოვე თითქმის,
სასაცილოა... გამომეღვიძა.
ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა
სუნი ნაცნობი, ფარდა და კარი
და ჩემს მაგივრად დაუყვედრებლად
საწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით.
ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრი
ოთახში ეგდო როგორც ხალიჩა,
დილამ დახედა სიზმარს ღიმილით
გაათრია და გარეთ დახლიჩა.
ვერ მოვასწარი ზმანება ჩემი
დამეხატა ან წიგნად მეკინძა
და დამენანა, ეს მერამდენედ
შენს გარეშე რომ გამომეღვიძა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.