Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა...

წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...
ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,

მღლიდა- ალბათ შენზე ფიქრი,

რა დამღლიდა სხვა.

მინდა,

ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა...

სხვა

მინდა, მინდა რაღაც გითხრა,

ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.