Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

გადის დრო, ტიალი ცხოვრება, წამია...

გადის დრო,
ტიალი ცხოვრება, წამია...
აღარად
დაგიდევ დღეს ზეცას დარდიანს...
მალულად
დაჰხელავს ცრემლებს წამწამი და
უფერო
დღეებიც ნისლებად დადინდა...
...და ეს დრო,
ტიალი, უშენო წამები,
ნეტავი
იცოდე, რარიგად დამღლიან...
...და როცა
ეს წუთი გულს დაღლის წამებით
და მზე
ჩასვლისას ცას ტოვებს დამღიანს,
როდესაც
სიცოცხლეს სიკვდილი ნაკლად აქვს,
მშობლიურ
ბილიკებს ხვალ ვეღარ გავკვალავ,
მოვკრეფავ
მარცვლებით სტრიქონებს ანკარას
და დავლევ
ბოლო წამს, ცხოვრების ნაპრალთან...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.