Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog

ushenod sicocxles vtamashob

არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!

ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...

შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

nina-kusa (52)
"მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად"-ვაი რა ზუსტად არის ნათქვამი!!!!! საცოდავი ქართველი ერი!!!!!!!!!! დილეტანტების ხელშია!!!!!!!!
#5, 22.02.2012 - 20:52
#4, 22.02.2012 - 00:03
#3, 19.02.2012 - 20:36
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
#2, 19.02.2012 - 20:29
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
#1, 19.02.2012 - 20:29
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.