Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ingaiako blog
იმედის ზვირთები შევკარი უშენოდ,
ლოდინმა დაღალა სულგრძელი ზამთარი.
გაბუტულ სიყვარულს რა გზები ვუჩვენო,
ხელი არ გამიშვა, ჯერ კიდევ აქ არი.

მთვარიან ღამეში ბარბაცებს სიბნელე,
ვარსკვლავებს ფლირტი აქვთ გალეშილ ღამესთან,
უიღბლო გედივით თუ კიდევ ვიმღერე,
სულ ბოლო პაემანს დავნიშნავ მთვარესთან.

ხმასა და თვალებში დამეტყო ბზარი და
ხვალ ალბათ ენძელებს დავკრიფავ უშენოდ.
დაღლილი ზამთარი წვალებით გავიდა,
გაზაფხულს რარიგად, რარიგად ვუშველო?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline ingaiako (108)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.