Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

დახატე ქარი და დაარქვი ჩემი სახელი...

დახატე ქარი... და დაარქვი ჩემი სახელი,
დახატე წვიმა... დაინახე ჩემი ცრემლები...
შემოძარცვული ხე იქნება ჩემი სხეული,-
და გაზაფხულზე, რომ გაგათბობს, ის მზე ვიქნები!...
ყველა ნახატში გამაბნიე... და დამინახე...
ვერცხლისწყალივით დავშლი სულს და... ნახატში დავღვრი!
შენ შემქმნი ისეთს... რომ შენს მეტი ვერ დამინახავს,
მადლით გაგავსებ... და იმ მადლსაც სულში ჩაგიღვრი!
დახატე ღამე... ვარსკვლავებად მოვწყდები ზეცას,
ზღვიდან აფრენილ თოლიაშიც მე დამინახე...
ჩემი თვალებით გამოგხედავს ღამე ჩარჩოდან,
შენს ნახატებში გამაცოცხლე... და შემინახე!..

დახატე ქარი... და დაარქვი ჩემი სახელი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

ჩემი თვალებით გამოგხედავს ღამე ჩარჩოდან,
შენს ნახატებში გამაცოცხლე... და შემინახე!..
#2, 20.02.2012 - 17:32
დახატე ქარი...
20.02.2012 - 23:43
დახატე წვიმა... დაინახე ჩემი ცრემლები...
შემოძარცვული ხე იქნება ჩემი სხეული
#1, 19.02.2012 - 23:24
და გაზაფხულზე, რომ გაგათბობს, ის მზე ვიქნები!...
ყველა ნახატში გამაბნიე... და დამინახე...
19.02.2012 - 23:24
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.