Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მოვალ და შეგშლი

- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე უკვე მჭირხარ...
- მეც...
...............................
- მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში...
- შენ ოღონდ მოდი...
- რომ აღმოცენდნენ ყვავილები "ჩვენოობაში"...
- წუხელ მე ვთოვდი...

- გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?...
- მმ.. მე შენთვის...
- ვიცი, გიცანი... ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული
უცებ გაგრილდა...
- შენ თოვლის გესმის...

- მომასმენინებ შენს გულისცემას?...
- ალბათ ათასჯერ...
- დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას...
- ცისკარს გადარებ...
- მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში...
- მე ხელებს გავშლი...
- არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?...
- არა... ქრისტეა ჩვენში...
- მაშ, სიყვარული?..
- შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში...
- ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა- სინანული...
- ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...

- მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის,
სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
- ჰო, მაგრამ... არ გეშინია, დედამიწა ხომ
შექმნილია სასრულისათვის?...
- კი, მეშინია... ჰოდა, ვთქვათ ერთად:
ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!
- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ...
- მიყვარხარ, ვფიცავ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

- უბრალოდ, სადად დაგემართები...
#2, 20.02.2012 - 22:39
მიყვარხარ, ვფიცავ...
#1, 20.02.2012 - 02:00
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.