Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
TeUsH blog

ბედნიერების რვა საიდუმლო

საკუთარი მდგომარეობის გაანალიზება...
კვლევები აჩვენებს, რომ ბედნიერი ადამიანები უფრო თვითდაჯერებულები არიან და მოთმინების დიდი უნარი გააჩნიათ. მათ მხოლოდ ის სურთ, რისი მიღებაც შესაძლებელია. ეს კი მაშინ ხდება, როცა სხვებს ჰგონიათ, რომ ისინი სასურველს ვერასდროს იღებენ. ბედნიერმა ადამიანებმა იციან როგორ გაექცნენ უსიამოვნებებს. მსგავსი ტიპის ბედნიერი ადამიანების საიდუმლო შემდეგია: ისინი იბრძვიან რეალური მიზნებისთვის, არ ოცნებობენ და არ იქმნიან ილუზიებს, რომლებსაც საბოლოოდ ადამიანი იმედგაცრუებამდე მიჰყავთ. ჰარმონიის მიღწევისთვის ბრძოლისას, ადამიანმა სხვადასხვა სიტუაცია ისეთად უნდა მიიღოს, როგორიც ის რეალურად არის. წუწუნი უბრალოდ დროის ფუჭად დაკარგვას განაპირობებს. ადამიანს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გამოსავლის პოვნა.
საკუთარი მოწოდების გათვითცნობიერება...
ბედნიერი ადამიანები აკეთებენ, იმას რაც მათ მოსწონთ, ხოლო მათ მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ. საყვარელ საქმეს კი დიდებისა და ფულისთვის ნამდვილად არ აკეთებენ. არავითარი აზრი არ აქვს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელსაც ვერ იტანთ და სადაც ურთიერთობა არასასურველ ადამიანებთან გიწევს. ამის საფუძველზე, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მათ აქვთ უფლება თავი ბედნიერად იგრძნონ, სამუშაო გარემოშიც კი. ადამიანების გარკვეული ნაწილი საუკეთესო წლებს ფულის გამომუშავებაში კარგავს, შედეგად კი მსხვერპლად წირავენ ჯანმრთელობასა და ოჯახსაც კი. მოგვიანებით კი ისინი გამომუშავებულ ფინანსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამუმჯობესებასა და ოჯახის აღდგენაში ხარჯავენ. ბედნიერების საიდუმლო – ეს მისაღები სამსახურია, რომელსაც სიამოვნებით ასრულებს ადამიანი.
დღევანდელი დღით ცხოვრება...
არ ღირს წარსულზე ფიქრი და ამის გამო განწყობის გაფუჭება. ანალოგიურად, არ არის სასურველი მომავალზე ოცნება. კარგია თუ ადამიანი სამომავლოდ რეალურ გეგმებს ჩამოაყალიბებს და აწმყოში ეცდება ამ გეგმების პუნქტების შესრულებას.
ბედნიერი გზის არჩევა...
ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ერთი ნაბიჯი უკან გადადგას და საკუთარი მიზნები გადაახარისხოს. საკუთარი ცხოვრება ისე უნდა წარმოიდგინოთ და რაც მთავარია წარმართოთ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ადვილად შეძლოთ. ეცადეთ იყოთ ბედნიერები! ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება იმასთნა დაკავშირებით, თუ რა გზით მიაღწიოს ბედნიერებას.
ახლობლებთან ურთიერთობა...
ადამიანი ბედნიერებას სხვა ადამიანებისგან იღებს. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ ერთმანეთის გაბედნიერება. ამ შემთხვევაში საუბარი არა მხოლოდ დედაზე ან მამაზე, ან რიგით ახლობელზეა. უბრალო მეგობარსაც კი შეუძლია სხვას თავი ბედნიერად აგრძნობინოს. ამისთვის საკმარისია გაუგო მას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
არ დაკარგოთ სოციალური აქტიურობა...
თუ ადამიანს სურს ბედნიერი იყოს, იგი ამავდროულად აქტიურობითაც უნდა გამოირჩეოდეს. სიამოვნების განცდა, სხვა ადმიანების გარემოცვაშია შესაძლებელი. აუცილებელია სოციალურად მდიდარი ცხოვრების შექმნა. ეს ფაქტორი მოგტანთ სარგებლობასა და ბედნიერებას. სტატისტიკის თანახმად, აქტიური და დაკავებული ადამიანები ყველაზე ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პიროვნებები არიან.
არ აურიოთ...
ამბიციურობა ეს მეტად კარგი თვისებაა და სწორედ მას შესწევს ძალა, ადამიანი ბედნიერად აქციოს. თუმცა, სხვა ადმიანის ცხოვრების ქონის სურვილი ნამდვილად ვერ გაქცევთ ბედნიერად. ამბიციურობა ამ საკითხში ნამდვილად დამღუპველია. უბრალოდ ეცადეთ საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე შეიქმნათ ბედნიერება. აუცილებელია კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ მიზნებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი თავი უაღრესად ბედნიერად იგრძნოთ.
იყავით ის ვინც ხართ...

ისევე, როგორც არ შეიძლება საკუთარი ცხოვრება სხვის ცხოვრებაში არიოთ, ასევე არ შეიძლება იმაზე დარდი, თუ რას ფიქრობენ თქვენზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ნამდვილად იყოთ ის რაც ხართ. ბედნიერი ადამიანები სპონტანურები, ესთეტიურები და რეალურები არიან. ისინი ყოველთვის იმას ამბობენ რასაც ფიქრობენ და გრძნობენ და მათ ნამდვილად არ აღელვებთ თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები.

რა თქმა უნდა თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან რთულია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება. თუმცა ნებისმიერ ადამიანს ბედნიერებისკენ სავალი საკუთარი გზა გააჩნია. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ბედნიერებაზე უარს არ იტყვით!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

zura66 (32)
#6, 20.02.2012 - 02:28
20.02.2012 - 02:29
zura66 (32)
vin gaigo?
#5, 20.02.2012 - 02:25
ai chege984 -ma
20.02.2012 - 02:25
zura66 (32)
me ar vetkvi aravis...
#4, 20.02.2012 - 02:17
ukvee gaiges
20.02.2012 - 02:19
zura66 (32)
sul 9 aris pirvelia magi..
#3, 20.02.2012 - 02:06
tkbili lukma bolostvis shemovinaxe tan saidumlos gamxela ar mindoda
20.02.2012 - 02:15
zura66 (32)
#2, 20.02.2012 - 02:06
zura66 (32)
mecxre dagavickda...
#1, 20.02.2012 - 02:01
mecxre davitaa
20.02.2012 - 02:03
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.