Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ხან ქორი ვიყავ, ხანაც არწივი...

რად მომიწვიე, შენს ბაღნარებში,
რად მომიწვიე, რისთვის მეძებდი,
ვიყავი ჩემთვის ჩემს გრიგალებში,
ჩემი ცხოვრებით და იმედებით...
ავდევდი ქარებს, ავდევდი ნისლებს,
ნაპრალებს შორის ფრენას ვბედავდი,
და რასაც მთები ხედავდნენ სიზმრებს,
მეც სწორედ იმათ სიზმრებს ვხედავდი...
ხან ქორი ვიყავ, ხანაც არწივი,
მყინვარის თავზე მიყვარდა ფრენა,
ხანაც ვეფხვივით ველზე გაჭრილი,
შიშის ზარს ვცემდი ირემთა რემას...
შენ კი შერწყმული ვერცხლის აისებს,
სწორედ ისეთ დროს შემომეყარე,
როცა ვკარგავდი იმ სიხალისეს,
არწივები, რომ კლდეებს ჰყეფავენ...
ახლა რა, დავალ ამ შენს ბაღჩებში,
სად მსხმოიარე იდგა ხეხილი,
ნუ, ნუ მიყურებ ასე თვალებში...
ვერხვი ვარ ტოტებჩამოლეწილი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.