Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და... წავიდა

ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან,-
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...
ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა,-
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი
თავი დამიკრა და... წავიდა...
ზეცა ჩამომექცა დარდის დარად
არადა შეცოდება არ მინდა!
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
ქოლგა გაშალა და... წავიდა...
ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,
სევდა მწუხარების ზარი.
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი
თვალი ჩამიკრა და... წავიდა...
იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამახნევებდნენ მაღლიდან,-
სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და... წავიდა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.