Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nargiza blog

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლი სერი
თვალები გიშრის ფერი, ლოყები ვარდის ფერი...
შენი თითებიც მიყვარს, ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს, გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც მათრობს,
მე ცრემლი მიყვარს შენი, შენი კისკისი მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების ფასი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით,
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვის არ ჰყვარებია არვინ...
ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.