Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog

ერთი ღიმილით მომიშუშებ ყველა ნატყვიარს,
მზედ, თაფლისფერი თენება გაქვს უსაზღვრო სივრცის.
იდუმალება მაგ თვალებში სევდად გატყვია,
მე შენ მიყვარხარ.... და ეს, ასე უბრალოდ ითქმის...

შენზე ფიქრია იმედების ბოლო ნაპირი,
თოლიებივით რომ შემორჩა ზღვას უნაპიროს,
შენ სამუდამო ერთგულებას გახსოვს?- დამპირდი
და ღმერთმა ნუ ქნას უჩემობა რომ დააპირო...

ზღვა ნიჟარებით გალაკტიკის სევდას აპურებს....
და ფსკერზე ფანტავს მარგალიტებს ობოლ მძივებად.
შენ ზღვაში შესვლას სიკვდილის წინ თუ დააპირებ,
მზე ჰორიზონტზე შენთან ერთად ჩაიძირება.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.